ამბროლაური საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი საჭადრაკო ფესტივალს ,,რაჭა 2023“ მასპინძლობს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი 155 მოჭადრაკე ერთი კვირის განმავლობაში შეეცდება საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს და ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული მიიღოს.

“ტურნირის მსაჯები საერთაშორისო არბიტრები, ალექსანდრე არსანიძე და ინგა კიკვიძე არიან ფესტივალის გახსნას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის – მერი ზვიად მეიძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან-ასლან საგანელიძესთან და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან – გიორგი მახათაძესთან ერთად დაესწრო. ტურნირი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციისა და ქალაქ ამბროლაურის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ტარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები