ქობულეთის ავტოპარკს 4 ახალი ავტობუსი შეემატა
ქობულეთის ავტოპარკს 4 ახალი ავტობუსი შეემატა.
თანამედროვე სტანდარტების, ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.
„ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ მუნიციპალური ავტობუსების შეძენა. სამომავლოდაც გავაგრძელებთ აღნიშნული კუთხით მუშაობას და სრულად განვაახლებთ არსებულ მუნიციპალურ ავტობუსებს“, – აცხადებს ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე.
ასევე, სანდასუფთავების სამსახურმა დამატებით შეიძინა 2 ახალი ნაგავშემკრები მანქანა. მიმდინარე წელს დაგეგმილია კიდევ ერთი ერთეული ნაგავმზიდის შესყიდვა.
ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.