ქობულეთის მერიამ მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2022-2023 სასწავლო წელი ოქროს და ვერცხლის მედალზე საჯარო და კერძო სკოლის 91-მა მოსწავლე დაასრულა.
მერიამ მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს ფასიანი ვაუჩერები გადაეცათ.
“გილოცავთ ახალგაზრდებო ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას. წინ ბევრი საინტერესო, სიახლეებით სავსე პერიოდი გაქვთ გასავლელი.
ყოველთვის ვიქნებით თქვენი გულშემატკივრები, თქვენ გვერდში მდგომნი.
ამაყი ვართ რომ ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული ყავს ჩვენ მუნიციპალიტეტს.
გისურვებთ წარმატებებს”- განაცხადა ლევან ზოიძემ.