ლაგოდეხში „ნაყინის ფესტივალი” გაიმართა
ლაგოდეხში, ტრადიციული, გრილი და გემრიელი, „ნაყინის ფესტივალი” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
“ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო, სახალისო კონკურსები, ზღაპრის გმირების და ანიმატორების გასართობი პროგრამები, დიდი საპნის ბუშტების და ილუზიონისტების შოუ, ატრაქციონები.
ღონისძიებაზე მისულმა სტუმრებმა, ფესტივალის მხარდამჭერების – ბარამბოს ნაყინი • Barambo ice cream, გურჯაანის ნაყინი • Gurjaani Ice Cream, „გაამოს ორცხობილები” და სლაშის ნაირსახეობები დააგემოვნეს.
საღამო, ჯგუფი Mix2ra • მიქსტურა-ს გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
ლაგოდეხში „ნაყინის ფესტივალი, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მეოთხედ გაიმართა, რომელიც ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა”,- წერია ინფორმაციაში.