როგორ მუშაობს „ზეიგარნიკის ეფექტი“ – რატომ გვავიწყდება მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ გვახსოვს სისულელეები
მეხსიერება საოცარი რამ არის. ჩვენ წლების განმავლობაში გვახსოვს, რა მოგვაძახა გამვლელმა, როგორი იყო მეგობრის რეაქცია ჩვენს ახალ ქურთუკზე ან მანქანაზე – და ამავდროულად სრულიად გვავიწყდება მართლაც მნიშვნელოვანი რამ. რატომ მუშაობს ტვინი ასე?
ადამიანის მეხსიერება შერჩევით მუშაობს – მე-20 საუკუნეში პირველად ეს საკითხი შეისწავლეს გერმანელმა ფსიქოლოგებმა: კურტ ლევინმა და მისმა სტუდენტმა, ბლუმა ზეიგარნიკმა. ისინი ცდილობდნენ გაეგოთ, რა კრიტერიუმებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობს ადამიანის ტვინი, როდესაც ირჩევს, რა ღირს დასამახსოვრებლად და რა- არა.
მხოლოდ ის, რაც არ არის დასრულებული
კვლევის პრეისტორია სახალისო იყო: მეცნიერები სასადილოში შევიდნენ კაფეტერიაში, ბერლინის უნივერსიტეტის მახლობლად და შენიშნეს, რომ მიმტანმა დაიმახსოვრა მათი 10 შეკვეთა ისე, რომ არაფერი ჩაუწერია. შეკვეთილი კერძებიდან მიმტანს არაფერი დავიწყებია და ნელ-ნელა ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა.
როდესაც ფსიქოლოგებმა უთხრეს რომ, ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა, რადგან ახსოვდა სტუმრების ყველა შეკვეთა, ოფიციანტს გაეღიმა და აღიარა, რომ ეს მართლაც არასდროს ერეოდა. როდესაც ცნობისმოყვარე წყვილმა მეზობელი მაგიდების შესახებ გამოკითხა, აღმოჩნდა, რომ მას ნამდვილად ახსოვდა შეკვეთების დეტალები, მაგრამ მხოლოდ ის, რაც ხალხს ჯერ არ ჰქონდა გადახდილი.
აღმოჩნდა, რომ როგორც კი სტუმრები კაფედან გადიოდნენ, მიმტანის გონებიდან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიირთვეს, ქრებოდა.
ზეიგარნიკმა ივარაუდა, რომ ტვინი იმახსოვრებს მხოლოდ იმ მოვლენებს, რომლებიც დაუმთავრებელი დარჩა – შემდგომში მან ჩაატარა რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელმაც ეს ჰიპოთეზა დაამტკიცა.
ასე რომ, თუ გარკვეული ქმედება შეწყდა და არ მივიდა მის ლოგიკურ დასკვნამდე, ის, ფაქტობრივად, იბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში.
„ზეიგარნიკის ეფექტი“ საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგიური აღმოჩენა იყო – მრავალრიცხოვანმა თეორიულმა და ექსპერიმენტულმა ტესტებმა პირველი კვლევის შედეგები არაერთხელ დაადასტურა.
ალბათ, ბევრმა შენიშნა, თუ როგორ მუშაობს „ზეიგარნიკის ეფექტი“ რეალურ ცხოვრებაში. პოპულარული რეიტინგული სერიალების ავტორები ხშირად იყენებენ ამ ფსიქოლოგიურ ხრიკს მაყურებლის ყურადღების შესანარჩუნებლად. როგორც ხშირად ხდებოდა: გინდა ერთი ეპიზოდის ყურება და უცებ შეამჩნიე, რომ საათი უკვე ღამის 12-ს გადასცდა… იგივე ამბავია მედიაშიც. მიმზიდველი სათაურები გიჭერს და გაიძულებს წაიკითხო ახალი ამბების გაგრძელება. თანამედროვე დეტექტიური ისტორიების ავტორები კი თავხედურად იყენებენ ადამიანურ სისუსტეებს და თავიანთი წიგნებისთვის კარგ გასამრჯელოს იღებენ.
როდესაც ზეიგარნიკის ეფექტი არ მუშაობს
საინტერესოა, რომ ზეიგარნიკის ეფექტი ყოველთვის არ მუშაობს. ბევრი რამ არის დამოკიდებული პიროვნების კეთილსინდისიერებაზე და პასუხისმგებლობაზე, ბუნებაზე, მოტივაციის ხელმისაწვდომობაზე, პიროვნულ პრიორიტეტებზე, სამუშაოსადმი ინტერესზე, ასევე დავალებაში ჩართულობის ხარისხზე. მაგალითად, შესთავაზეთ რუბიკის კუბის ამოხსნა სხვადასხვა ადამიანს. თავსატეხების მოყვარულები შეეცდებიან იპოვონ გამოსავალი, თუნდაც ამას რამდენიმე საათი ან დღე დასჭირდეს. სხვები კუბს რამდენჯერმე დაატრიალებენ, გაიღიმებენ და გადაწყვეტენ, რომ უფრო საინტერესო საქმეებია გასაკეთებელი.