„მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“ – ცნობილი ფრაზის ისტორია (რა მოხდა 1908 წლის ოლიმპიადაზე)

ალბათ, ყველას სმენია, რომ „მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა“. ამ ფრაზას განსაკუთრებით კარგად იცნობენ შეჯიბრებისა და ოლიმპიადების მონაწილეები. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ხალხური სიბრძნეა, მაგრამ ასე არ არის. ამ გამოთქმას ავტორი ჰყავს. მეტიც, ის საინტერესო და დრამატულ ამბავთანაც კი არის დაკავშირებული.

ცნობილი მანუგეშებელი ფრაზა ბარონ პიერ დე კუბერტენს ეკუთვნის. ითვლება, რომ მან ეს თქვა ლონდონში 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. ფაქტია, რომ აღნიშნული სიტყვები ბარონმა თქვა, მაგრამ არა თამაშების გახსნაზე, არამედ ბოლოს და ეძღვნებოდა სპეციალურ შემთხვევას, რომელიც სენსაციად იქცა.

1908 წლის ოლიმპიადა არ ჰგავდა დღევანდელს. საკმარისია ითქვას, რომ ის გრძელდებოდა 27 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე, ანუ ექვს თვეზე მეტ ხანს. ეს იყო პირველი მასშტაბური ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 2000-მა სპორტსმენმა მთელი მსოფლიოდან.

თამაშების პროგრამა ათეულობით სპორტს მოიცავდა, მაგრამ მაყურებლის ყურადღება მარათონზე იყო მიპყრობილი. 24 ივლისს 16 ქვეყნის 55 სპორტსმენმა სტარტი აიღო. მონაწილეებს შორის იყო 22 წლის იტალიელი დორანდო პიეტრი. ამ ბიჭს დღეს ძნელად ექნებოდა ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი, რადგან სპორტში მისი გამოცდილება მხოლოდ 4 წელი იყო.

მიუხედავად ამისა, პიეტრი ღვთაებრივი მორბენალი გახლდათ და რამდენიმე სერიოზულ ჩემპიონატში პირველი ადგილის მოპოვება მოახერხა. მარათონისთვის არჩეული დღე არანორმალურად ცხელი იყო. დორანდო პიეტრიმ გაბედულად დაფარა მანძილის უმეტესი ნაწილი, მაგრამ ფინიშამდე 3 კილომეტრით ადრე სითბური დარტყმა მიიღო. ამის მიუხედავად, დაბრკოლება გადალახა, იტალიელი პირველი გაიქცა ფინიშის ხაზისკენ. გამარჯვებამდე სულ რაღაც 500 მეტრი რჩებოდა.

მაგრამ პიეტრი, ყველასთვის მოულოდნელად, გაჩერდა, დაბნეულმა მიმოიხედა და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა! სპორტსმენი, რომელმაც სივრცეში ორიენტაცია დაკარგა, გააჩერეს და სწორი მიმართულება მიუთითეს. დორანდომ მიმართულება შეიცვალა, მაგრამ ფეხები მას აღარ ემორჩილებოდა. ის 5-ჯერ დაეცა და ყოველ ჯერზე მაყურებელი ფიქრობდა, რომ აღარ ადგებოდა.

მსაჯები, წესების დარღვევით, დაეხმარნენ ახალგაზრდას წამოდგომაში და მან სირბილი განაგრძო. ბოლო 500 მეტრის გასავლელად სპორტსმენმა 10 წუთი დახარჯა, მაგრამ  მაინც პირველმა გადალახა ფინიშის ხაზი, უახლოეს მეტოქეებთან სოლიდური უპირატესობით. ჩანდა, რომ გამარჯვებული აშკარა იყო, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. იმის გამო, რომ იტალიელს რამდენჯერმე დაეხმარნენ, მოსამართლეების მოსაზრებები გაიყო.

მსაჯების ნაწილი მეორე ადგილზე გასული სპორტსმენისთვის გამარჯვების მინიჭების მომხრე იყო. ეს გახლდათ ამერიკელი ჯონ ჰეისი. ის ფინიშამდე დორანდო პიეტრიზე გაცილებით გვიან მივიდა, მაგრამ არავინ დაეხმარა. სანამ ჟიურის ოთახში მსჯელობა მიმდინარეობდა, აუდიტორია ადგილს ვერ პოულობდა. ოლიმპიადის სტუმრებს შორის იყო მწერალი არტურ კონან დოილი, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ გაზეთში რეპორტიორად მუშაობდა. მან ვითარება შემდეგნაირად აღწერა:

მსაჯების გადაწყვეტილების მიუხედავად, იტალიელის უდიდესი ძალისხმევა არასდროს წაიშლება სპორტის ისტორიიდან.

სამწუხაროდ, მსაჯებმა გადაწყვეტილება პიეტრის სასარგებლოდ არ მიიღეს და ამერიკელს ოქროს მედალი გადაეცა. იტალიელი არ გახდა ჩემპიონი, მაგრამ 1908 წლის ოლიმპიადის ნამდვილ გმირად იქცა. გამარჯვების მიმართ ძალისხმევამ აღაფრთოვანა არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ თამაშების ორგანიზატორებიც.

მისმა სახელმა პლანეტის ყველა პუბლიკაცია მოიარა და უფრო ხშირად მოიხსენიებოდა, ვიდრე ოფიციალური გამარჯვებულის სახელი. პიეტრის გულშემატკივრებმა თანხა შეაგროვეს და მას ოქროს თასი დაუმზადეს  – ზუსტი ასლი იმისა, რაც ჩემპიონმა მიიღო. მათ ჩაწერეს სიმღერები და დაწერეს მოთხრობები მასზე. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი.

მარათონიდან რამდენიმე დღეში წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ამერიკიდან ჩამოსულმა ეპისკოპოსმა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:

„ნამდვილი ოლიმპიადა მხოლოდ ერთ საიმედო გაკვეთილს გვაძლევს: თავად თამაშები უკეთესია, ვიდრე რბოლა და ჯილდო. წმინდა პავლე გვეუბნება, თუ რამდენად მცირეა ჯილდო. ჩვენი ჯილდო არ არის ის, რაც ხრწნადია, არამედ ის, რაც უხრწნელია; და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთს შეუძლია დაიდგას დაფნის გვირგვინი, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსის თანაბარ სიხარულში“.

ეს გაიხსენა ოლიმპიური თამაშების მთავარმა ინსპირატორმა, ბარონ პიერ დე კუბერტენმა. რამდენიმე დღის შემდეგ, სამთავრობო ბანკეტზე მან ბრძენი ეპისკოპოსის ციტატა მოიყვანა. და თვითონვე დაამატა ფრაზა: ”მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება”.

რაც შეეხება თავად დორანდო პიეტრის, მისი სპორტული კარიერა ხანმოკლე იყო. მან კიდევ სამი წელი ითამაშა, მაგრამ მრავალი გახმაურებული გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ამის შემდეგ  კარიერა დაასრულა და მხედველობიდანაც გაქრა. ცნობილია, რომ ის 56 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები