ირაკლი ბერაია ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ლოგისტიკურ ბაზას ესტუმრა

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საპარლამენტო დელეგაცია ჯორჯიის შტატში ეროვნული გვარდიის ერთ-ერთ ლოგისტიკურ ბაზას ესტუმრა.  დეპუტატებმა დაათვალიერეს ბაზის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს და ბაზის საქმიანობის სპეციფიკას. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, ქართველ კანონმდებლებს ამერიკელმა პარტნიორებმა დაათვალიერებინეს ბაზის ინფრასტრუქტურა, სასაწყობე მეურნეობა, სამხედრო ტექნიკის სარემონტო სივრცეები და სადგომები, ასევე, რეზერვისტების შეკრების ადგილები.

 დეპუტატებს გააცნეს სხვადასხვა სახის და მასშტაბის ბუნებრივ/ტექნოგენურ კატასტროფებსა და საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული გვარდიის, მათ შორის, რეზერვისტების რეაგირების სპეციფიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები