ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბრეძაში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბრეძაში დასრულდა გზის ასფალტირების სამუშაოები. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ასფალტირება შესრულდა ორ მონაკვეთზე:
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შესრულდა გზის მოჭრა-მოსწორების საუშაოები, საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით და დაიგო 190 მეტრი არმირებული რკინა-ბეტონის საფარი.
სამუშაოები შეასრულა შპს „ხაშურგრუპმა” .
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა გზის მოჭრა-მოსწორების საუშაოები,საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით და დაიგო 105 მეტრი არმირებული რკინა-ბეტონის საფარი.
სამუშაოები შეასრულა შპს „ბესტ როუდმა” .