ადამიანებისთვის უსაფრთხო ტემპერატურის ზედა ზღვარი იმაზე დაბალია, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ
ადამიანისთვის უსაფრთხოდ მიჩნეულ, 35 გრადუს სიცხეს ჯანმრთელი ადამიანებიც კი ვერ უძლებენ. ეს არის პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები იმის შესამოწმებლად, თუ როგორ არის ჩვენი სხეული ადაპტირებული ცხელ ამინდში შედარებით ხანგრძლივ ყოფნაზე.
მხოლოდ გასულ კვირას ტემპერატურის ახალი რეკორდები დაფიქსირდა ერთდროულად სამ კონტინენტზე: ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
გასულ შაბათ-კვირას კალიფორნიის ,,სიკვდილის ველში,, თერმომეტრი ავიდა 53 გრადუს ცელსიუსზე – ნიშნული არა რეკორდულია, მაგრამ მასთან ახლოსაა.
ივლისის პირველი კვირა კი, წინასწარი მონაცემებით, გახდა ყველაზე ცხელი კვირა პლანეტაზე დაკვირვებების მთელ ისტორიაში.
გლობალური კლიმატის დათბობასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა: „რა ტემპერატურაზე შეწყვეტენ ჩვენი სხეულის გაგრილების სისტემები არსებულ სიცხესთან გამკლავება?“
მეცნიერებამ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ 2010 წელს გასცა, როდესაც ავსტრალიელმა მკვლევრებმა აიღეს ვალდებულება, გამოეთვალათ მაქსიმალური ტემპერატურა, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანი შედარებით დიდხანს გაუძლებს.
„ბევრს სჯერა, რომ [ტემპერატურის მატებასთან ერთად] ადამიანები შეძლებენ ადაპტირებას ნებისმიერ შესაძლო დათბობასთან. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სითბური სტრესი აწესებს მყარ ზედა ზღვარს ასეთ ადაპტაციაზე“, – წერენ ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის ავტორები.
ტენიანობა დიდ გავლენას ახდენს ჩვენი სხეულის უნარზე, შეინარჩუნოს მისთვის კომფორტული ტემპერატურა სიცხეში. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნელა აორთქლდება ოფლი – და მით უფრო ცუდია გაგრილების პროცესი.
გამოთვლების შედეგების მიხედვით, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანისთვის უსაფრთხო ტემპერატურის ზღვარი “სველი თერმომეტრის მიხედვით” (ანუ ოფლის აორთქლების გამო სხეულის გაგრილების გათვალისწინებით) არ შეიძლება, აღემატებოდეს 35 გრადუსს.
ახლა პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ავსტრალიელების გამოთვლები პრაქტიკაში შეემოწმებინათ და ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 24 ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა.
ყველა მონაწილეს აბი გადაყლაპვას თერმომეტრით, რომელიც მუდმივად აკონტროლებს მათ სხეულის ტემპერატურას, რის შემდეგაც მოხალისეები მოათავსეს დალუქულ კაფსულაში, სადაც მათ ასობით ტესტი გააკეთეს.
ტემპერატურის ნელ-ნელა აწევით, შემდეგ ფარდობითი ტენიანობის ან ორივეს ერთად აწევით, მეცნიერები თვალყურს ადევნებდნენ, რომელ მომენტში დაიწყო მონაწილეთა შიდა ტემპერატურის მატება.
ფაქტია, რომ ჩვენს ორგანიზმს შეუძლია, შეინარჩუნოს შედარებით სტაბილური შიდა ტემპერატურა მხოლოდ გარკვეულ დონემდე, რომელიც ცნობილია, როგორც „გარემოს კრიტიკული ზღვარი“.
„როდესაც ამ ზღვარს გადააჭარბებს, შიდა ტემპერატურა იწყებს განუწყვეტლივ მატებას და ჯანმრთელობის პრობლემების რისკი გახანგრძლივებული სითბოს ზემოქმედებით მნიშვნელოვნად იზრდება“, – განმარტავენ ავტორები.
საერთო ჯამში, ექსპერიმენტის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნებულია ჟურნალში – Applied Physiology, აჩვენებს, რომ 50 პროცენტიანი ტენიანობის პირობებში, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმის უკონტროლო გადახურებაც კი იწყება უკვე „სველი თერმომეტრის“ ტემპერატურაზე დაახლოებით 31 გრადუს ცელსიუსზე.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ექსტრემალური ამინდის პერიოდები – როგორც ცივი, ასევე ცხელი – მნიშვნელოვნად გახშირდა მთელ მსოფლიოში.
უფრო მეტიც, ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სანამ ჩვენი პლანეტა გააგრძელებს დათბობას (ძირითადად, წიაღისეული საწვავის წვის და სათბურის გაზების გამოყოფის გამო), კლიმატური კატასტროფები უფრო ხშირად მოხდება და უფრო დიდხანს გაგრძელდება.