რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევის ცენტრი დაბომბეს, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა 3-სართულიან სახლში და ავტოფარეხში.
მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ დაშავდა 18 ადამიანი, მათგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია.
კიმის თქმით, ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს.
„სასწაულია, რომ მათი გადარჩენა მოვახერხეთ“, – დაწერა მან.
ეროვნულ პოლიციაში განაცხადეს, რომ იერიშის შედეგად ქალაქის ცენტრში რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა, ასევე, დაზიანებულია ავტოფარეხები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
აღნიშნულია, რომ დაშავებულთა და დაზიანებების შესახებ საბოლოო ინფორმაცია ზუსტდება.