მსოფლიოში ყველაზე დიდი ბავშვის – ჯონ უილსონ უების ისტორია

დღეს არასტანდარტული გარეგნობის მქონე ადამიანებზე დაკვირვება და, მით უმეტეს, მათი დაცინვა ცუდი აღზრდის და უზნეობის ნიშანია. მაგრამ, იყო დრო, როდესაც ნებისმიერი გადახრა ხალხში ინტერესს იწვევდა. დღეს ეს საშინლად ჟღერს, მაგრამ ზუსტად ამ ადამიანების წყალობით ახერხებდა განსხვავებული ხალხი თავის გატანას. ზუსტად ასეთი ბედი ეწია ჯონ უილსონ უების – მსოფლიოში ყველაზე დიდი ბავშვს.

ჯონი 1906 წელს დაიბადა ღარიბ ამერიკულ ოჯახში, ქალაქ პიტსბურგში. თავიდან ის არაფრით განსხვავდებოდა სხვა პუტკუნა, წითელლოყება ბავშვებისგან, მაგრამ ერთი წლის ასაკში ბიჭმა ძალიან მალე დაიწყო წონაში მომატება. სამი წლის ასაკში ის 54 კილოგრამს იწონიდა.

ძალიან მალე ბიჭუნას მამა ტუბერკულოზისგან გარდაიცვალა და ჯონს დედასთან ერთად რთული ცხოვრება დაეწყო. დედა ორ სამსახურში მუშაობდა და შვილსაც უვლიდა. ბიჭუნა ძლივს დადიოდა, დამოუკიდებლად ვერ იცვამდა და საერთოდ არ შეეძლო საკუთარი თავის მოვლა. გარდა ამისა, მას ტკივილის შეგრძნების დაგვიანების სინდრომი ჰქონდა. ხალხი, ასეთი სინდრომით, ტკივილს ტრავმის მიღებიდან მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გრძნობს, რაც სიცოცხლისთვის ძალიან საზიანოა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავსებით გასაგებია, თუ რატომ გააფორმა ხელშეკრულება ბიჭუნას დედამ ცირკთან და დასთანხმდა, ფულის სანაცვლოდ, შვილი სცენაზე გაეყვანა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს არ წარმოადგენდა მიუღებელ ფაქტს და ფულს ასე ბევრი შოულობდა. ჯონის დედა ერთი წარმოდგენისთვის 10 დოლარს იღებდა, მაგრამ მათი ოჯახისთვის ეს არც ისე ცოტა ფული გახლდათ.

ცირკი, რომელში ჯონი მუშაობდა, აშშ-ში გასტროლებზე დადიოდა. ერთხელ ევროპაშიც კი მოხვდა. ბიჭუნას ყურადღებას არა მხოლოდ რიგითი მაყურებელი აქცევდა, არამედ მედიკოსებიც. ის შეისწავლეს, როგორც გიგანტიზმის ექსტრაორდინალური შემთხვევა და წიგნებისთვის ფოტოებიც გადაუღეს.

სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ბავშვის კვალი დაიკარგა, როდესაც მას 5 წელი შეუსრულდა. უცნობია, როგორ განვითარდა მისი ცხოვრება. საქმე იმაშია, რომ ასეთი ანომალია მხოლოდ ფიზიკურობას არ ეხება. ასეთ ადამიანებს უზიანდებათ შინაგანი ორგანოებიც, რონლებიც წარმოუდგენელ ზომებამდე იზრდება. თანამედროვე ცხოვრებაშიც კი ამ ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნება ძალიან ძნელია, ხოლო ასი წლის წინ შეუძლებელიც კი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები