ოკუპანტებმა კიევზე იერიში მიიტანეს – სულ 20 დრონია ჩამოგდებული

რუსი ოკუპანტები უკვე მესამე ღამეა, კიევს უტევენ. ამჯერად, გაშვებული იყო 20 დრონი “შაჰედ-136/131”, ასევე, გამოყენებულია ორი ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი” და ერთი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

აღნიშნულია, რომ ყველა დრონი  და ორივე “კალიბრი” განადგურებულია. უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება, ძირითადად, კიევის რეგიონში ხდებოდა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ დრონების ფრაგმენტები კიევის ხუთ რაიონში ჩამოვარდა: დარნიცკის, სოლომენსკის, შევჩენკოვსკის, ობოლონსკის და პოდოლსკის.

„წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები. დარნიცკის რაიონში ორი დაშავებულია  19 წლის ქალი და 23 წლის მამაკაცი“.

უკრაინის შსს-მ კიდევ ორი ​​დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას – ისინი 16-სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩენილი ხანძრის კვამლით მოიწამლნენ, რომლის აივანზეც ნამსხვრევები მოხვდა.

შსს-ში განმარტავენ, რომ დაშავებულები ბოლო სართულზე მდებარე 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდნენ, სადაც შენობის ფასადი დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები