ლევან იოსელიანი – წყნეთში მოზარდის გარდაცვალებაზე: ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ასეთი რამ განმეორდა, მართლმსაჯულება უნდა იყოს მყისიერი და სამართლიანი

“ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ასეთი რამ განმეორდა და კიდევ ერთხელ მოხდა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულება უნდა იყოს მყისიერი და სამართლიანი.

„ჩემთვის დეტალები უცნობია ამის შესახებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან შესაბამისი სამუშაოს შესრულებაზე, მათ, ერთი მხრივ, უნდა გააჩნდეთ მაღალი პასუხისმგებლობა, როდესაც ამ საქმიანობას აწარმოებენ და, მეორე მხრივ, უნდა იყოს ეფექტური ზედამხედველობა მათ საქმიანობაზე, რომ ასეთ ფაქტებს აღარ ჰქონდეს ქვეყანაში ადგილი. როდესაც ასეთი რამ ხდება, ბუნებრივია, მართლმსაჯულება უნდა იყოს მყისიერი და სამართლიანი ყველას მიმართ”, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, წყნეთში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები