“სამშენებლო კომპანია ბინებს რადიოაქტიური ქვიშით აშენებს” – ვაშლიჯვარში მოსახლეობა აქციას მართავს

ვაშლიჯვარში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები ამბობენ, რომ კომპანია მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე კორპუსში ბინებს რადიოაქტიური ქვიშით აშენებს. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნა მოწმობს, რომ მასალა რადიონუკლიდებითაა დაბინძურებული.

კორპუსი ექსპლუატაციაში უკვე შესულია. მოსახლეობა ამბობს, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს მერიას ტერიტორიიდან ჯანმრთელობისთვის საშიში ქვიშა გაეტანათ.

ადგილზე დაცვის სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაც იყო, რადგან კომპანიის წარმომადგენლები ეზოში დატოვებული ქვიშის პარკინგის სივრცეში შეტანას ცდილობდნენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ კომპანიას მერიისგან არ აქვს უფლება პარკინგის სივრცეში ბინები ააშენოს. მათივე თქმით, ადგილზე დატოვებული ქვიშა ზესტაფონის კვარცია, რომლის სამშენებლოდ გამოყენებაც არ შეიძლება.

“აქ კორპუსი ჩაბარდა ისე, რომ პირველ სართულზე იყო საპარკინგე ადგილები, შემდეგ თვითნებურად, უკვე მიღებულ პროექტზე გადაწყვიტეს, რომ დაეყოთ პირველი სართული ბინებად, საცხოვრებელ ფართებად და გაეყიდათ ასე. როცა ჩვენ დავაფიქსირეთ აზრი, რომ პირველ სართულ საპარკინგეებად შევიძენდით, მივიღეთ უარი”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები