Euractiv: ნიდერლანდები საქართველოს, მოლდოვის და ბოსნიის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 8 მილიონ ევროს გამოყოფს
ნიდერლანდები საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას სამხედრო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ნატოს ფონდში დამატებით 8 მილიონ ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოექსტრამ ნატოს სამიტის ფარგლებში განაცხადა, ,ზ წერს Euractiv-ი.
თანხა გამოყოფილია ფონდ DCB-სთვის (თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივები) და გამოიყენება დრონებთან ბრძოლის სისტემებისთვის, საბრძოლო მასალის საწყობების დაცვისა და კიბერშეტევებისადმი მდგრადობის გასაუმჯობესებლად.
ვოპკე ჰოკსტრამ აღნიშნა, რომ ამ არასტაბილურ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეების თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რუსეთი კი ცდილობს, ჩაერიოს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საშინაო საქმეებში.
ნატოს Defence and Related Security Capacity Building Initiative (DCB) ფონდი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ალიანსის პარტნიორებს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში, იარაღის პირდაპირი მიწოდების გარეშე.