ოკუპანტებმა ღამით ოდესის რეგიონზე და კიევზე იერიში მიიტანეს – გამოყენებულია 30-მდე “შაჰედი”

კიევში, ასევე კიევის, ოდესის, მიკოლაევის, კიროვოგრადის, პოლტავას, ხარკოვისა და ჩერკასის რეგიონებში ღამით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსმა ოკუპანტებმა 28 კამიკაძე დრონი Shahed-136/131 აამუშავეს, მათგან 26 ჩამოგდებულია.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ანგარიშშია ნათქვამი.

გარდა ამისა, ჩამოგდებულია ​Zala-ს ტიპის სადაზვერვო დრონი.

ოდესის რეგიონში დაიბომბა მარცვლეულის ტერმინალი პორტში, – განაცხადეს “სამხრეთის” ოპერატიულ სარდლობაში. მათივე ინფორმაციით, ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, ხანძრის სწრაფად ლიკვიდირება მოხდა, კრიტიკული დაზიანებები და მსხვერპლი არ ყოფილა.

კიევის რეგიონში დრონის ფრაგმენტები ორ რაიონში ჩამოვარდა, დაზიანებულია 12 კერძო და ერთი მრავალსართულიანი სახლი, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები