თბილისში, ვაზისუბანში ბაბუა და შვილიშვილი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის დაიწყო, რა დროსაც ბაბუამ დაპირისპირებული მამაკაცების გაშველება სცადა, თავდამსხმელმა კი ორივეს ცეცხლი გაუხსნა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.