ავთანდილ ცინცაძე: იპოდრომის მიმდებარედ, ყოფილი კორტების ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდა

თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე იპოდრომის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოწყობას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, 2025 წელს საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცე და ჩოგბურთის კორტები შეემატება.

“2021 წელს, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, იპოდრომის მიმდებარედ, ყოფილი კორტების ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდა!
კარგად გახსოვთ, აღნიშნული ტერიტორია, წინა ხელისუფლების დროს, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის მიზნით გასხვისდა.
დღეს კი, ის ძველ ფუნქციას იბრუნებს.
ჩემთვის, როგორც საბურთალოს რაიონის მაჟორიტარისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2025 წელს, საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცე და ჩოგბურთის კორტები შეემატება.
სამწუხაროდ, ძალიან ძვირი უჯდება დედაქალაქს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ალბათ, ისიც გემახსოვრებათ, რამდენი საბავშვო ბაღი, სკვერი თუ სპორტული მოედანი გასხვისდა მრავალბინიანი კორპუსების აშენების მიზნით… ჩვენმა ხელისუფლებამ ეს მავნებლობა შეაჩერა!
ჩვენი გუნდი ყოველთვის, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისათვის, რომ დედაქალაქს რაც შეიძლება მეტი გამწვანებული სივრცე და სპორტული ობიექტი შეემატოს, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, პრიორიტეტია!”, – წერს ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები