პაგას მეგობრული ნიანგები – დღემდე ამოუხსნელი მოვლენა

პაგა –  პატარა ქალაქი განას ჩრდილოეთით,  მდებარეობს ბურკინა-ფასოს საზღვართან. რითაა  ის გამორჩეული? იმით, რომ აქ ცხოვრობენ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი არსებები – უზარმაზარი ნიანგები. ისინი უბრალოდ საკმაოდ მშვიდად და მეგობრულად იქცევიან, არ ეშინიათ ადამიანების და პრაქტიკულად მოთვინიერებულები არიან.

ეს რეპტილიები დასახლდნენ ნიანგის ტბორზე, ამ რეგიონის დედაქალაქ ბოლგატანგადან დაახლოებით 44 კილომეტრში. აქ ისინი მშვიდად ბანაობენ ბავშვებთან  გვერდიგვერდ, სანამ ადგილობრივი დედები ნაპირზე ტანსაცმელს რეცხავენ. ნიანგების არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში, ადამიანს თავს არცერთი დასხმია. ადგილობრივები პატივს სცემენ ამ ცხოველებს – მათ მიაჩნიათ, რომ მათი სულები ადამიანების სულებთან არის დაკავშირებული. ისინი ამბობენ, რომ თუ ქალაქში რომელიმე მნიშვნელოვანი მკვიდრი მოკვდება, მაშინ აუზში ერთი წმინდა ნიანგით ნაკლები ხვდებათ.

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, დიდი ხნის წინ ლომმა მონადირე ტბასთან მიიმწყვდია. მან გარიგება დადო ტბაში მყოფ ნიანგთან: ის და მისი შთამომავლები არ შეჭამდნენ ნიანგს, თუ დაეხმარებოდა მას აუზის გადალახვაში და ლომს გადაურჩებოდა. ნიანგი დათანხმდა და დაეხმარა მონადირეს აუზის გადაცურვაში. მონადირემ მეორე მხარეს სახლი ააშენა და სოფელი დააარსა.

კიდევ ერთი ისტორიის თანახმად, იყო ვინმე ნავე, რომელიც სახლიდან წავიდა და ამ ქვეყანაში მოხვდა. ის დაიკარგა, სანამ წყალს ეძებდა და შეხვდა ნიანგს, რომელმაც ტბასთან მიიყვანა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ნავემ, იქ დარჩენილიყო. ხოლო ცხოველს დაჰპირდა, რომ მისი არცერთი შთამომავალი ნიანგს არ შეჭამდა.

ზოგადად, არავინ იცის, როგორ აღმოჩნდნენ ნიანგები პაგაში. ტბა საერთოდ ძალიან მოწყვეტილია სხვა წყლებს, ხოლო ყველაზე ხნიერი ნიანგი, რომელიც იქ ცხოვრობს, 80 წლისაა.

პაგაში ნიანგების ორი აუზია. პირველი მდებარეობს ტრასაზე, ნავრანგოდან 12 კილომეტრში და მას მთავარ ტბორს უწოდებენ. მეორე პაგის საზღვართან 5 კილომეტრშია.

გიდები, რომლებიც ტბებთან მუშაობენ, ცოცხალ ქათმებს იყენებენ ნიანგების წყლიდან ამოსაყვანად, ხოლო ქათმის ფულს, ცხადია, ტურისტები იხდიან. ტურისტები ეფერებიან და სურათებს იღებენ ნიანგებთან. ზოგჯერ ბავშვებიც და დიდებიც მათ ზურგზე ასხდებიან. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არავითარი ინციდენტი არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები