სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 42-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით.
აღნიშნულ მონაკვეთზე, დღეს დილას, უხვი ნალექის გამო, ადიდდა მდ. წყალწითელა და დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა.