გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში, სადაც 14 ივნისს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
ამ დროისთვის, მდინარე ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და სოფელი აღარაა დატბორილი. ამ ეტაპისთვის უკვე გაწმენდილია ცენტრალური გზა და სამუშაოები სოფლის შიდა უბნებში მიმდინარეობს.
ადგილზე კვლავ მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა.
ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.