ხერსონის რეგიონში კახოვსკაიას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად წყლის დონე კიდევ 27 სანტიმეტრით შემცირდა, და ამჟამად, საშუალოდ, დაახლოებით 2,70 მეტრს შეადგენს.
ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა Telegram-ში დაწერა.
მან აღნიშნა, რომ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 31 დასახლებულ პუნქტში 3 600 სახლია დატბორილი.
პროკუდინის თქმით, მომხდარის შედეგად, 10 დაღუპულის და 42 დაკარგულის შესახებ არის ცნობილი.
“დატბორილი ქალაქებიდან და სოფლებიდან 2 757 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათ შორის 263 ბავშვი და 77 შშმ პირია. ისინი დროებით, ევაკუაციის პუნქტებში მოათავსეს ან სხვა რეგიონებში გადაიყვანეს”, – თქვა მან.
ამავდროულად, მისი თქმით, დნეპრის მარცხენა სანაპირო, რომელიც რუსების მიერ არის დროებითი ოკუპირებული, სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია.
დატბორილია 17 დასახლებაა და არცერთი მათგანიდან „რუსეთი ადამიანების გამოყვანას არ ჩქარობს. მხოლოდ 113 მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა”.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ წყლის დონე კლებას კიდევ ორი კვირის განმავლობაში გააგრძელებს.