იტალიის ჩრდილოეთით, მაჯორეს ტბაში ძლიერი ქარის გამო ნავი გადაბრუნდა და ჩაიძირა, რომელშიც 24 ადამიანი იმყოფებოდა.
ANSA-ს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დანარჩენების გადარჩენა მოხერხდა. მაშველებმა წყლიდან 3 ცხედრის ამოყვანა შეძლეს, ერთი დაკარგულად მიიჩნევა.
მედია წერს, რომ ნავი ტურისტებმა იქირავეს და მასში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
ადამიანების ნაწილმა ნაპირამდე თავად გაცურა, ნაწილი კი სხვა ნავების დახმარებით გადარჩა.
აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში ტერიტორიაზე უამინდობა ფიქსირდებოდა, მეტეოროლოგები ასევე შტორმის საფრთხეზე საუბრობდნენ.