თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეცხრე სართულიდან ლიფტი, სადაც მცირეწლოვანიც იმყოფებოდა, მოწყდა და შახტაში ჩავარდა

გლდანის მე-3 მიკრო რაიონის მე-11 კორპუსის ლიფტი მე-9 სართულიდან მოწყდა და შახტაში ჩავარდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი, თამო ჩოჩნიძე წერს.

მისი თქმით, შემთხვევის დროს მცირეწლოვან შვილსა და მეუღლესთან ერთად ლიფტში იმყოფებოდა.

“დღეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ჩემი ერთი წლის შვილსა და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა – არ მეგონა, ჩემი წივილი ყველას ესმოდა. არ ვიცი, ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს, იქნებ, მოგვიგვაროთ ეს პრობლემა.

არ ვიცი, კომენტარს რამდენად მიაქცევენ ყურადღებას და აქაც დავდე”, –  წერს თამო ჩოჩნიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები