სოხუმში, არძინბასა და გენერალ არშბას ქუჩების კუთხეში 23 მაისს მკვლელობა მოხდა.
ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, სროლის შედეგად, მოკლულია თურქეთის მოქალაქე, 21 წლის აიდინ აჰმედი.
გარდა ამისა, დაჭრილია 4 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდია, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
სოხუმის ე.წ. პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამ დრომდე მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული და იდენტიფიცირებული არ არის.
ე.წ. გამოძიება გრძელდება.