რატომ აღწევენ წარმატებას „ცუდი ადამიანები“ და როგორ მუშაობს უარყოფითი სელექცია

ხშირად გვიკვირს, რომ ლიდერის პოზიციებს იკავებენ ადამიანები, რომლებიც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებენ. არ გააჩნიათ არც ინტელექტი, არც კარგი მანერები და არც სხვა დადებითი თვისებები, მაგრამ  ადვილად იკვლევენ გზას. ხოლო ისინი, ვინც ღირსეულები არიან, მათი ქვეშევრდომები ხდებიან. რა არის ამ კანონზომიერების მიზეზი?

პასუხი კითხვაზე, რატომ არ ხვდება წილად საუკეთესო ადგილები ამ ცხოვრებაში საუკეთესო ადამიანებს, ფსიქოლოგიამ დიდი ხანია, იცის. ზიგმუნდ ფროიდი წერდა, რომ დომინირების სურვილი არის ნევროზული სიგიჟის ტიპი, რომელიც მოდის უმწეობის და გარე სამყაროს შიშისგან. იმპერიულ ადამიანს სჭირდება მსხვერპლი, რომელიც მზად არის, გაუძლოს ბულინგს, რომელთანაც ერთგვარ სადომაზოხისტურ ურთიერთმიმართებას აყალიბებს.

კიდევ ერთი ცნობილი ფსიქოლოგი, ალფრედ ადლერი ამტკიცებდა, რომ ძალაუფლების სურვილი ემყარება ისეთ პათოლოგიურ ფენომენს, როგორიცაა არასრულფასოვნების კომპლექსი. ადამიანის ფსიქიკა შეიძლება ტრავმირებული იყოს, მაგალითად, დამცირებით. ამ შემთხვევაში, გადაჭარბებული კომპენსაციის მექანიზმი იწყებს მუშაობას, რომელიც აკვიატებულად მოითხოვს სხვებზე უპირატესობას. ფსიქოლოგიის კიდევ ერთი კლასიკოსი, ერიხ ფრომი ძალაუფლების ლტოლვის შესახებ შემდეგნაირად წერდა:

ფსიქოლოგიურად, ძალაუფლების ლტოლვა ფესვგადგმულია არა სიძლიერეში, არამედ სისუსტეში. ეს ავლენს ინდივიდის უუნარობას, იდგეს მარტო და იცხოვროს საკუთარი ძალებით. რაც უფრო დიდია ძალაუფლების სურვილი, მით უფრო დიდია ინდივიდის დამოკიდებულება სხვებზე.

რა არის უარყოფითი სელექცია

დარვინის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებს არა მხოლოდ ბუნებაში, არამედ ადამიანთა საზოგადოებაშიც. აქ არის ზუსტად იგივე მიზანი – გადარჩენა ნებისმიერ ფასად. ამ შემთხვევაში, ყველა მორალური ასპექტი უკანა პლანზე გადადის. ადამიანთა შორის ასეთი შერჩევის პროცესს „ნეგატიური სელექცია“ ეწოდება. ეს ტერმინი შემოგვთავაზა სოციოლოგმა, პიტირიმ სოროკინმა მე-20 საუკუნის შუა ხანებში.
სოროკინის აზრით, ძალაუფლებას მოწყურებული ადამიანების პიროვნების განადგურება „სენსუალური კულტურის“ დაკარგვით არის განპირობებული. თავის ერთ-ერთ წიგნში მეცნიერი წერდა:

სიამოვნების მოთხოვნილება ისე არღვევს ფსიქიკურ და მორალურ წონასწორობას, რომ ბევრი ადამიანის გონება და ნერვული სისტემა ვერ უძლებს უზარმაზარ დატვირთვას.

შესაძლებელია თუ არა წინააღმდეგობა გაუწიოს ადამიანმა ასეთ დეგრადაციას, რომელიც შეიძლება სწრაფად ვითარდებოდეს? დიახ, მაგრამ ამისთვის მას უნდა ჰქონდეს მორალური პრინციპები და მტკიცე რწმენა. მაგრამ, ამ თვისებების არარსებობის შემთხვევაში, მას არაფერი უშლის ხელს სხვების ინტერესების უგულებელყოფისგან. რჩება მხოლოდ ვნება და სურვილი.
სოროკინმა ნეგატიური შერჩევა ერთგვარ დეგრადაციად მიიჩნია, მაგრამ 21-ე საუკუნის სოციოლოგები პრობლემას სხვაგვარად ხედავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს უფრო ხელოვნურად გატარებული საკადრო პოლიტიკაა. ის ოდესღაც სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს, გამოცადეს და მისი დახმარებით, აგენტები ანკესზე წამოაგეს. მათ შესთავაზეს მაკომპრომეტირებელი მტკიცებულებები, რითაც მიიღეს ფართო სპექტრი ყველა სახის მანიპულაციისთვის.

დიქტატორების დაბადება

პოლიტიკაში ან ბიზნესში კრიმინალური წარსული თანამდებობის პირი ან მეწარმე ანაცვლებს აგენტს. ის კონტროლდება კომპრომატების დახმარებით. პროფესიონალიზმი და მორალური თვისებები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ამავდროულად, გამოდის, რომ ლიდერი წყვეტს მისი ინტერესების გამტარობას და იქცევა იმ სისტემის მძევლად, რომელმაც ის დასვა თანამდებობაზე. პიტირიმ სოროკინმა დაწერა:

მწვავე სოციალური კატაკლიზმების პერიოდებში, მორგებულნი არიან არა საუკეთესოები, არამედ საშუალონი, რომლებსაც შეუძლიათ შერწყმა მასასთან ინსტინქტური მოტივებითა და იმპულსებით.

სოროკინი თვლის, რომ ეს პირობები იდეალურია დიქტატორების გაჩენისთვის. ეს ხალხი, ძალაუფლების დაკარგვის ან მორალური პრინციპების დარღვევის არჩევანის წინაშე, არ ერიდება ამ უკანასკნელის არჩევას. „მიზანი ამართლებს საშუალებებს“ –  ეს არის ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმის სლოგანი. ასე ამბობს ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, ფრიდრიხ ჰაიეკი. მეცნიერი გამოყოფს დიქტატორისთვის აუცილებელ სამ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს:

  1. დიქტატორმა უნდა მოიძიოს მხარდაჭერა დაბალი მორალური და ინტელექტუალური დონის მქონე ადამიანებში. რაც უფრო განათლებული და მორალურია ხალხი, მით უფრო რთულია მათგან ერთსულოვნების მიღწევა.
  2. საუკეთესო საყრდენი გახლავთ მორჩილი და გულუბრყვილო ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მიიღონ ღირებულებათა ნებისმიერი სისტემა. ლიდერს მხოლოდ ის სჭირდება, უფრო ხშირად და ხმამაღლა გამოაცხადოს თავისი შეხედულებები.
  3. ნეგატიური პროგრამა უკეთესია ხალხის გაერთიანებისთვის.

აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება იყოს კარგი ლიდერი ის ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს ძალაუფლება. ეს ისეთივე აბსურდი იქნება, როგორც ადამიანი, რომელსაც სპორტი სძულს, ფიტნესინსტრუქტორი გახდეს. კეთილსინდისიერ ადამიანებს ყოველთვის უჭირთ მაღალ თანამდებობებზე ყოფნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები