“რუსეთიდან საქართველოში კვირაში 7 რეისი შესრულდება, მზადება დაწყებულია” – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

რუსული ავიაკომპანიები, საქართველოში და პირიქით, კვირაში 7 რეისს შეასრულებენ, მზადება უკვე დაწყებულია.

ამის შესახებ “რია ნოვოსტის” რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

“ამჟამად, გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები