სოფელ ალში მომხდარი დანაშაულისთვის გორის რაიონულმა სასამართლომ იმედა კახიშვილს წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
განსასჯელის არასტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესზე საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.