თელავის მუნიციპალიტეტში ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტში, 77 წლის ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 26 წლის ბიჭი დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც ფაქტის თვითმხილველი დამნაშავის მამა გახდა და პოლიციას შეატყობინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთა გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები