მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამი მოსწავლე შეუძლოდ გახდა

მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში სამი მოსწავლე შეუძლოდ გახდა.

როგორც „კვირას“ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის მსვლელობისას თავი შეუძლოდ იგრძნეს, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი თქმით, ამ ეტაპზე სამივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სკოლაში გაზის გაჟონვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით სკოლის ევაკუაცია მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

არსებული ინფორმაციით, გაზმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაჟონა და შემდეგ სკოლაშიც შეაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები