გორის მერია: ხელოვნების სახლი „Art House“ ახალგაზრდებს ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ხელოვნების სახლი „Art House“ ახალგაზრდებს ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება.

გორის მერიის ინფორმაციით, „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსის“ ფარგლებში ამ ეტაპზე სამი პროექტი შეირჩა. ხელოვნების სახლი „Art House“ ახალგარზდების ინიციატივების შერჩევის მიზნით კონკურსს ზაფხულშიც გამოცხადებს.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელოვნების სახლ „Art House“- ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო ინიციატივა ხორციელდება.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები