ბათუმში N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა

ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და სასწავლო პროცესი განახლდა.
განახლებული სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

განხორციელდა სკოლის შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად კეთილმოეწყო სკოლის ეზო, ღია მოედანი, დამონტაჟდა ლიფტი შშმ პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 800 000 ლარი დაიხარჯა.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2023 წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 80 სკოლას და 25 000 მოსწავლისთვის გაუჯობესდება სასწავლო გარემო.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები