გორში, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, გამწვანების აქცია გაიმართა
გორში, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, გამწვანების აქცია გაიმართა.
ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ჩაერთნენ.
აქციის მონაწილეებმა წმინდაწყლის დასახლებაში არსებული სკვერი გაამწვანეს. მათ 100-მდე ტუხტის, იფნისა და ტუიის ნერგი დარგეს.
დედამიწის დღის აღნიშვნის მიზანი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.
დედამიწის საერთაშორისო დღე საქართველოში 1990 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით აღინიშნება.
ღონისძიებას, სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობით, მსოფლიოს 192 ქვეყანა უერთდება.
22 აპრილს დედამიწის დღეს მსოფლიო 1970 წლიდან აღნიშნავს.