სამტრედიის მერმა მერი არაბიძეს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილესთან, გია მეიშვილთან და კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან ერთად, მერი არაბიძეს, 18 – 29 მარტს მონტენეგროში მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული მიულოცა.

“მინდა მივულოცო ყველას ეს წარმატება. ჭადრაკში გამარჯვებებით მერისგან ყოველთვის განებივრებულები ვიყავით. მერიმ ამჯერადაც უდიდესი წარმატების მოპოვება შეძლო. ვამაყობთ, რომ ეს უნიჭიერესი მოჭადრაკე სამტრედიიდან არის”,- განაცხადა დავით ბახტაძემ.

“გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. დიდი მადლობა ჩემს მშობლიურ ქალაქს და ბატონ დავითს გულთბილი მიღებისთვის და მოლოცვისთვის, ეს ყველაფერი დამატებით სტიმულს მომცემს და სამომავლო გამარჯვებებში დამეხმარება”,- აღნიშნა მერი არაბიძემ.

შეგახსნებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკემ ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება. მერის კარიერაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ჯამში 14 მედალი აქვს მოპოვებული, აქედან ექვსი ოქროს მედალია.

ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები