გორის მერია: მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
“ქინწნისსა და არაშენდაში საუბნო გზების რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
ქიწნისში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა – 608 მეტრი.
ქიწნისში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა – 376 მეტრი.
არაშენდაში შიდა საუბნო გზა – 515 მეტრი.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტენდერი.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.
ტენდერის პირობების მიხედვით, იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ეზოებში შესასვლელების, მიერთებებისა და სანიაღვრეების მოწყობა.
პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 1 337 310 ლარია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.