ერთი უცნაური გოგონას ისტორია – ლეგენდარული ოდრი ჰეფბერნი

ოკუპაციის დროს ირგვლივ ყველა საქმით იყო დაკავებული. საკვები თითქმის არ იყო – ის უნდა მოეპოვებინათ. ამით ყველა იყო დაკავებული, დიდიც და პატარაც.

გოგონა დილით მოხარშულ კარტოფილს ჭამდა, მიდიოდა ქალაქის მოედანზე ლახტით და მთელი დღე დახტოდა. ის ძალიან გამხდარი იყო. ნებისმიერი ზრდასრული ბალერინა დაიღლებოდა ამდენი ხტუნვით, მხოლოდ ერთი კარტოფილის ამარა. გოგონა მაინც დახტოდა.
მას ფეხსაცმელში ედო გზავნილები წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებისთვის, რომელსაც თავისი ძმისგან იღებდა. გოგონა გზავნილებს აწვდიდა, ძირს იხრებოდა, თითქოს თასმას იკრავდა. ხანდახან ის არაფერს აწვდიდა და უბრალოდ დახტოდა. ასეთ დღეებში მან ზუსტად იცოდა, რომელმა მანქანამ ჩაიარა ჯარისკაცებით და სად მიდიოდნენ ისინი.

გოგონას მამა ნაცისტი იყო, მაგრამ ის – არა.

როგორც ამბობენ, ერთხელ ის ველოსიპედით წავიდა გზავნილის გადასაცემად და დაპატიმრების მოწმე გახდა. მისი აყვანაც უნდოდათ, მაგრამ ის გაიქცა და სარდაფში იმალებოდა. იქ მან რამდენიმე დღე გაატარა და მხოლოდ ვაშლებს ჭამდა, რომლებიც თან ჰქონდა.
დედამ იცოდა, რით იყვნენ დაკავებულები მისი შვილები, ის ვერ ბედავდა მათ ძებნის გამოცხადებას. ომამდე გოგონა ძალიან პუტკუნა იყო, იმიტომ, რომ ყოველდღე გემრიელ შოკოლადს მიირთმევდა. ომის დროს ის თავის თავს ეუბნებოდა, რომ ჭამა სძულდა. შემდეგ ომი დასრულდა, გოგონა გაიზარდა და კინოვარსკვლავი გახდა. შემდეგ კინო მიატოვა და სხვა ბავშვების გადარჩენას ცდილობდა შიმშილისგან. ის ყველას უყვარდა, ოდრი ჰეფბერნი ყველას უყვარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები