BBC-ი დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს

BBC-ი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის მიერ გავრცელებულ საგამოძიებო რეპორტაჟში კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული.

საქმე ეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს, რომელზე მუშაობის დროს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ლონდონში კეზერაშვილის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს მიაკვლიეს.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ჯგუფ „მილტონის“ კომპანიებთან კავშირების მოკვლევის დროს 5 პირი იკვეთება. მათგან ოთხის სახელსა და გვარს კი ერთ ფიგურანტთან – თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან მივყავართ.

სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ BBC-მ არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს „მილტონის“ ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ „მილტონ ჯგუფის“ კომპანიები იყვნენ. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები