აშშ-ის ელჩი ISAF-ის მისიაში დაშავებულ ქართველ სამხედროებს შეხვდა
აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. ელჩმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის ოთხ ჯარისკაცს, მეგობრულ გარემოში, ქუთაისში მდებარე რესტორანში „პალატი“ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედროებმა ამერიკელ დიპლომატს ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მიღებული გამოცდილებისა და მათზე დაკისრებული მოვალეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. რიჩარდ ნორლანდმა კაპრალ დიმიტრი ავალიანს, კაპიტან ლევან ციცვიძეს, უმცროს სერჟანტ ილია ჩაჩუასა და რიგით ბექა სუთიძეს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში გამოჩენილი მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ISAF-ის მისიაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. გამოჯანმრთელების შემდეგ, ოთხივე ჯარისკაცი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აგრძელებს მსახურს.