ფიზიკოსმა ოლივერ ლოჯიმ ერთი ფოტოთი დაამტკიცა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა
საინტერესო ფაქტი ბრწყინვალე მეცნიერის ცხოვრებიდან, რომელმაც გამოიგონა აალების სანთელი – Ghost Club-ის წევრი იყო და გარდაცვლილ შვილთან დაკავშირება შეძლო.
ბრწყინვალე ფიზიკოსი და გამომგონებელი, ოლივერ ლოჯი ცნობილია არა მხოლოდ თავისი აღმოჩენებით რადიოინჟინერიის სფეროში, არამედ მიიჩნევა ბრიტანული სპირიტუალიზმის ყველაზე ნათელ ფიგურადაც. სწორედ მან დაამტკიცა სიცოცხლის არსებობა სიკვდილის შემდეგ საკუთარი გარდაცვლილი შვილის, რაიმონდის მხოლოდ ერთი ფოტოსურათით.
სინამდვილეში, ჯერ კიდევ 1880-იანი წლების ბოლოს, ელექტრომაგნიტური ტალღების შესწავლასთან ერთად, იგი სერიოზულად დაინტერესდა ტელეპათიით და ადამიანების სხვა ფსიქიკური ფენომენებით. გარდა ამისა, ლოჯი ცნობილი Ghost Club-ის წევრი იყო, რომელიც სწავლობდა პარანორმალურ მოვლენებსა და ნათელმხილველობას.
1915 წელს ბელგიის ომში შვილის გარდაცვალების შემდეგ, ისევე – როგორც ესპანური გრიპის ეპიდემიის შემდეგ ტრაგიკულად დაღუპული ნათესავების (1918), უნუგეშო ოლივერ ლოჯმა გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად დაემტკიცებინა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა.
ფიზიკოსმა იცოდა, რომ მედიუმებს შორის ბევრი შარლატანი იყო, ამიტომ, ექსტრასენსთა წრე სამ სპეციალისტამდე შეამცირა. მათი წყალობით, ის ყოველდღიურად ცდილობდა შვილთან ან სხვა სამყაროს ადამიანთან კონტაქტის გასვლას. და ერთ დღესაც ამან გაამართლა!
ასე რომ, ერთ-ერთმა მედიუმმა გადასცა ოლივერს რაიმონდის სიტყვები, რომ მამამისს შეეძლო მისი ფოტოსურათის პოვნა მისი ერთ-ერთი თანამებრძოლის დედასთან. მართლაც, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთი ოფიცრის დედამ უპასუხა ლოჯს: მას სახლში ჰქონდა კონვერტი რეიმონდის და სხვა ჯარისკაცების ექვსი შავ-თეთრი ფოტოსურათით!
ამ მტკიცებულების შემდეგ, ლოჯმა განაგრძო „კომუნიკაცია“ შვილთან, რათა მიეღო მთელი ინფორმაცია შემდგომი ცხოვრების შესახებ. რაიმონდის სულის თქმის მიხედვით, სულებს „მეორე“ მხარეს მაშინვე არ ესმით, როცა გარდაიცვლებიან – ბევრისთვის შემდგომი ცხოვრება მხოლოდ სიზმარია. გარდა ამისა, ბევრს თავიდან ენატრება წარსული რეალობა, მაგრამ მალევე იწყებს „ახალ საქმეებში“ ჩართვას.