რის გამო აწამეს და მოკლეს ნიდერლანდებში 18900 ადამიანი 1568 წელს

1568 წელს ნიდერლანდების მოსახლეობას – რომელიც იმ დროისთვის სამ მილიონ ადამიანს შეადგენდა – სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
მაშინ ფილიპე II-მ სპეციალური მემორანდუმი წარადგინა, რომელშიც ნათქვამია: „
სპეციალური სიის გამოკლებით (სადაც მისი ახლობლები, ელიტა და ჩინოსნები იყვნენ ჩაწერილები), ნიდერლანდების მთელი მოსახლეობა ერეტიკოსები იყვნენ, ამიტომ, სახელმწიფო ღალატში ედებოდათ ბრალი“.
ინკვიზიციის სასამართლომ მიიღო ეს წინადადება და 1568 წლის თებერვალში ფილიპემ სასჯელის დაუყოვნებლივ აღსრულება ბრძანა.
ქვეყანაში მასობრივი სიკვდილით დასჯა დაიწყო, სამეფო კარის წევრების დიდი ნაწილი გერმანიაში გაიხიზნა, ათასობით ადამიანი სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა. კაცებს ჩამოხრჩობით ან დაწვით ართმევდნენ სიცოცხლეს, ხოლო ქალებს აუპატიურებდნენ, შემდეგ წვავდნენ ან ცოცხლად მარხავდნენ.
ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა გენერალი ალბა, რომელმაც აღსრულებაში 18900 სასჯელი მოიყვანა.
ინკვიზიციის შემოტანა ესპანურ ნიდერლანდებში 1566-1609 წლებში ნიდერლანდების რევოლუციის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის შედეგადაც ნიდერლანდები დაიშალა პროტესტანტებად და კათოლიკეებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები