გიორგი ვოლსკი: იაპონიის ელჩმა დაადასტურა, რომ იაპონია მომავალშიც მყარად დაუჭერს მხარს დემოკრატიული პროცესების და რეფორმების განვითარებას საქართველოში
გეოპოლიტიკური ვითარება, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები იყო განხილვის თემები პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე იმამურა აკირამ გიორგი ვოლსკისთან საუბრისას, დემოკრატიის განვითარების გზაზე, საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა.
„განვიხილეთ რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პროცესები. იაპონიის ელჩმა დაადასტურა, რომ იაპონია მომავალშიც მყარად დაუჭერს მხარს დემოკრატიული პროცესების და რეფორმების განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.