გიული ალასანია: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ციხეში გადაიყვანონ – ევროსასამართლოში სარჩელი დღესვე შეიძლება, შევიტანოთ, გამორიცხული არაფერია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია “ვივამედის” განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ციხეში გადაიყვანონ. ალასანიას თქმითვე, შესაძლოა, ექსპრეზიდენტის ოჯახმა ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

“მაშინვე ვიფიქრე, რომ მის ციხეში დაბრუნებას გეგმავენ. არ ვიცი, რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

დღესვე შეგვიძლია, ევროსასამართლოში სარჩელი შევიტანოთ, ეს ჩვენზეა მთლიანად დამოკიდებული. დღესვე შეიძლება, შევიტანოთ, გამორიცხული არაფერია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედმა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა – ის მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანახმაა, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები