„ბლექაუთი“ ნიუ-იორკში და ჰიპ-ჰოპის აღორძინება – რით უკავშირდება ეს ორი მოვლენა ერთმანეთს

1977 წელს, როდესაც 14 ივლისი თენდებოდა, ნიუ-იორკში „ბლექაუთი“ (ამ ტერმინში იგულისხმება შუქის ჩაქრობა) მოხდა. იმ დღეს ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო, მეხი ოთხჯერ დაეცა ელექტროგადამცემ ქვესადგურს და დააზიანა სადენები. შედეგად, მთელი ნიუ-იორკი 24 საათით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „ბლექაუთის“ მეშვეობით, ღარიბმა ფერადკანიანმა მუსიკოსებმა DJ-ის აპარატურის ხელში ჩაგდება მოახერხეს.
ამან გამოიწვია ჰიპ-ჰოპის – მუსიკალური სტილის განვითარება, რომელიც აქამდე მხოლოდ ბრონქსიში იყო ცნობილი.
ლეგენდა იმის შესახებ, რომ „ბლექაუთმა“ ამ სტილის განვითარებას ხელი შეუწყო, ორი DJ-სგან: Disco Wiz-ისა და Grandmaster Caz-ისგან მოდის.
ორივე მათგანი იმ ღამეს პარკში უკრავდა. შუქის გათიშვის დროს გადაწყვიტეს, ტექნიკის მაღაზიაში წასულიყვნენ ახალი მიქშერის პულტის ხელში ჩასაგდებად. ეს ისტორია მუსიკოსებმა თავად მოუყვნენ ჟურნალისტ ჯიმ ფრიკს და განაცხადეს, რომ მათ მსგავსად იმ ღამეს ქალაქის მასშტაბით ასობით ათასი ადამიანი მოიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები