სამტრედიაში 24 ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, ამ ეტაპზე 24 ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ხორციელდება.
ბეტონის საფარი იგება ზემო ტოლებში.
ადგილობრივებისთვის აღნიშნული გზის მოწყობის შემდეგ გადაადგილების კომფორტული პირობები შეიქმნება.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზემო ტოლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
“მსგავსი პროექტები არის პრიორიტეტული, ვინაიდან შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება რჩება მოსახლეობისთვის მთავარ და უპირველეს მოთხოვნად. გზის პრობლემა აუცილებლად მოგვარდება ყველა მიმართულებაზე”, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.