კაცობრიობის აკვანი – ეთნო ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ომოს ველი
ეთნო ფოტოგრაფმა, ჯოი ლოურენსმა ეს დრამატული კადრები გადაიღო ეთიოპიის ომოს ხეობაში 2010 წელს. ჯუნგლების და მკაცრი მშრალი კლიმატის გამო, ეს რეგიონი რჩება ერთ-ერთ ყველაზე განუვითარებელად მსოფლიოში.
ომოს ველი, რომელიც მდებარეობს ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბაბადან სამი დღის სავალ მანძილზე, გახლავთ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელ ზონა. თითოეული ტომი საუბრობს თავის ენაზე, თითოეულს აქვს თავისი ადათ-წესები და რელიგია.
- ბოდის ტომის სამგლოვიარო პროცესია
როდესაც ერთ-ერთი ტომის წევრი იღუპება, ტომის მამაკაცები ატარებენ გარდაცვლილის გამოსამშვიდობებელ რიტუალს, შემდეგ კი სამი დღის განმავლობაში იცავენ მის სხეულს. ამის შემდეგ მთელი ტომი იკრიბება და ჭამს მათი თანატომელის ნაშთებს. ეს რიტუალი არის პატივისცემის ნიშანი და გარდაცვლილის შემდგომ საიქიოში გადასვლის დამადასტურებელი.
2. ოლოჩია, მურსის ტომი
ღამით პირუტყვის დაცვა ბიჭების მოვალეობაა. ამ სურათის გადაღებამდე ოლოჩიამ ჰიენას კალაშნიკოვის ავტომატიდან ესროლა.
3. ოუდულუმაშა, ბოდის ტომი
თხები ტომში ყველაზე ძვირფასი და პატივცემული ცხოველები არიან, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ტომს საკვებითა და ტანსაცმლით.
4. დაოდო სვალე, დაასანაჩის ტომი
დაოდო იყო ანიმიზმის მომხრე, ისევე როგორც მთელი მისი ტომი, მაგრამ 1983 წელს იგი მართლმადიდებელი გახდა.
5. ჰამერის ტომის გოგონა
ეს ახალგაზრდა ჰამერი სამსახურში ჩვეული დღისთვის ემზადება. მისი საქმეა სიმინდის მინდვრების მოვლა.