ნიუ-იორკი, რომელიც მხოლოდ 40 წლის შემდეგ აღმოაჩინეს
1978 წელს The New York Times-ის ფოტოჟურნალისტებმა სამთვიანი გაფიცვა მოაწყვეს და მუშაობა შეწყვიტეს. იმ პერიოდის პარალელურად ისინი მიიწვიეს ქალაქის პარკების შესახებ დოკუმენტური პროექტის გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად.
რვა ფოტოგრაფმა დააფიქსირა ქალაქის ცხოვრება მთელი თავისი დიდებულებით. მათ შესანიშნავი რეპორტაჟი გამოუვიდათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ დაივიწყეს სურათები. მხოლოდ 40 წლის შემდეგ, 2017 წლის ბოლოს, ქალაქის ერთ-ერთ ოფისში ორი მტვრიანი მუყაოს ყუთი იპოვეს. ისინი შეიცავდნენ, დაახლოებით, 3000 ფოტოს, რომელიც იმდროინდელ ნიუ-იორკის ცხოვრებას ასახავდა.