სიტუაციური საველე სწავლება ”გოდოგანი 2014” დასრულდა

იმერეთის რეგიონში მიმდინარე გეგმიური სადაზვერვო საველე სწავლება „გოდოგანი 2014“-ის აქტიური ფაზა დასრულდა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვრთნა სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბის გეგმის მიხედვით განხორციელდა.
სწავლების დასკვნით ეტაპზსე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფებოდა.
გენერალ-მაიორმა საკომანდო პუნქტი მოინახულა, რის შემდეგაც მიმდინარე საველე სწავლებას დაესწრო.
ვახტანგ კაპანაძემ „გოდოგანი 2014“-ს მაღალი შეფასება მისცა და ყურადღება სამომავლოდ მსგავსი წვრთნების ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილა.
სწავლება „გოდოგანი 2014“-ის მიზანს დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების შტაბების და სადაზვერვო ასეულების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება, კოორდინირებული მოქმედებები, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების სრულყოფა, მიღებული გადაწყვეტილების ქვედანაყოფებამდე დაყვანა, აღსრულება და მართვა წარმოადგენს.
სწავლებაში მოზიდული იყო სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2, მე-3 ქვეითი, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის სადაზვერვო დანაყოფები და შტაბების დაზვერვის კომპონენტები.
სწავლება დასახლებულ პუნტქ გოდოგანის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 აგვისტოს დაიწყო და 24 აგვისტოს დასრულდება. „გოდოგანი 2014“ სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციურ სწავლებას წარმოადგენს და სამ ფაზას მოიცავს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შექმნილია შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც „გოდოგანი 2014“-ის დასრულების შემდგომ სწავლების ანალიზს მოახდენს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები