საჩხერის მერმა ა(ა).ი.პ. ,,ზურმუხტის” თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცა ა(ა).ი.პ. ,,ზურმუხტის” თანამშრომლებს, რომლებიც ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს ქალბატონებს თავდაუზოგავი შრომისა და ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულებისათვის.

,,დასაფასებელია თქვენი შრომა. თქვენ გამთენიიდან ზრუნავთ, რომ სუფთა ქუჩები, სკვერები თუ დასასვენებელი სივრცეები გვქონდეს. მიიღეთ ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა”,- თქვა ლევან ივანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები