ხმაური ზუგდიდის საკრებულოში – სხდომაზე “ნაცმოძრაობისა” და “ოცნების” დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარების გამწვავება „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ ფოტოების გამოფენამ გამოიწვია, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული წარწერები იყო დატანილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მაია კალანდიამ აღნიშნული პლაკატები დახია, რასაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირსიპირება მოჰყვა.

„ეს არის თქვენი პარტიის სახე, თქვენ ნამოქმედარს თქვენ თვითონვე ანადგურებთ! თქვენ რა გესაქმებათ საკრებულოში? 2008 წლიდან მოდის თქვენი ნამოქმედარი. თქვენ ხართ მოღალატეები!“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა, ოთარ ქადარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

მოგვიანებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მმართველი პარტიის დეპუტატ ოთარ ქადარიას წყალი შეასხეს, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.

სიტუაცია ადგილზე მყოფმა დაცვის თანამშრომლებმა განმუხტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები