სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები ქართული სიმღერის საღამოთი მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალბატონებს  3 მარტი, „დედის დღე“ და 8 მარტი, „ქალთა საერთაშორისო დღე“ ქართული სიმღერის საღამოთი მიულოცა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნატო გელაშვილისა და ჭოხოების ქართული სიმღერის საღამო ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში  გაიმართა.

მათივე ცნობით, საღამოზე, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, გაჟღერდა კომპოზიტორ ნატო გელაშვილის ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომპოზიციები.

დაახლოებით ორსაათიან საღამოს ბევრი ემოცია, ოვაცია და ტაში გასდევდა ლაიტმოტივად.

ღონისძიების ბოლოს ნატო გელაშვილმა პირობა დადო , რომ  ძალიან თბილ და ყურადღებიან სამტრედიელ მსმენელს კონცერტებით კვლავ გაანებივრებს და სტუმართმოყვარეობითა და მუსიკალური ნიჭიერებით გამორჩეულ იმერეთს, შვილებთან ერთად კვლავ დიდი სიხარულით ესტუმრება.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები